Newsletter Help

ინფორმაცია გაწევრიანების შესახებ

Become a KPR member, and enjoy cheaper prices immediately. Register here.

Delivery to 24 countries is now much cheaper. Click here to learn about new shipping fees to your country.

წევრობის სარეგისტრაციო ფორმა

მე მსურს KPR–ში გაწევრიანება.

ინფორმაცია გაწევრიანების შესახებ

უკვე 2007 წლიდან შეგიძლიათ გახდეთ KPR–ის წევრი იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ საუბრობთ სლოვაკურ ენაზე.
ჩვენი კლუბი სლოვაკურ ენაზე დაარსდა 2000 წელს. მას შემდეგ კლუბში ბევრი ადამიანი გაწევრიანდა, ძირითადად, სლოვაკეთიდან და ჩეხეთიდან.
ახლა უკვე თქვენც შეგიძლიათ ისარგებლოთ KPR–ის წევრობის ყველა პრივილეგიით, მიუხედავად იმისა, თუ თქვენი საცხოვრებელი ადგილისა და სასაუბრო ენისა.
მივესალმებით მცენარეების მოყვარულებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. შემოგვიერთდით!
სამწუხაროდ, შეიძლება გაგიჩნდეთ გარკვეული სახის პრობლემა: თქვენ ვერ წაიკითხავთ ჩვენი კლუბის ჟურნალს – „Botanix“, თუ არ იცით ის ენები, რომლებზეც შესაძლებელია ამ ჟურნალის წაკითხვა.
მეორე მხრივ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჟურნალი თქვენს მშობლიურ ენაზე. თქვენს ენაზე მოსაუბრე მცენარეთა სხვა მოყვარულებთან ერთად შეკრიბეთ საინტერესო სტატიები მებაღეობის, მცენარეების შესახებ და დაარსეთ ჟურნალი Botanix თქვენს მშობლიურ ენაზე!
თქვენი თვითრეალიზაციის შესაძლებლობები უსაზღვროა.
გარდა ამისა, სლოვაკი მებაღეებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მზარდი ინფორმაციის გამოყენება ყოველთვის არ არის გამოსადეგი ტროპიკულ სივრცეებში და პირიქით, Botanix–ის ვარიაციები ადგილობრივ ენებზე მისასალმებელია.

სლოვაკეთის KPR–ის წევრობა

რატომ უნდა გახდეთ KPR–ის წევრი:

1. KPR–ის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ განსხვავებული პირობებით, მათ შორის ფასდაკლებებით. იხილეთ ამის თვალსაჩინო მაგალითები ქვემოთ. (არ არსებობს შეზღუდვები შეკვეთის მინიმალურ ოდენობაზე).

ფასი KPR წევრებისთვის ფასი კლიენტებისათვის, რომლებიც არ არიან KPR წევრები %-იანი ფასდაკლება
0,50 € 0,70 € 29%
0,70 € 0,90 € 22%
1,00 € 1,50 € 33%
3 € 4 € 25%

2. ყველა წევრს KPR –ის თესლებისა და მცენარეების ბანკიდან ყოველწლიურად შეუძლია აიღოს 5 თესლის ეგზემპლარი უფასოდ (პალმებისა და საგოვანების, ასევე ზოგიერთი გარკვეული სახეობების თესლების გარდა). ამას გარდა, წევრებისთვის გათვალისწინებულია 50%–იანი ფასდაკლება (სტანდარტული ფასი არის 1 ევრო ერთი ეგზემპლარისთვის, მაშინ როცა KPR–ის წევრისთვის ფასი მხოლოდ 0,50 ევროა).

3. KPR–ის წევრების შეკვეთები უფრო ადრე სრულდება, ვიდრე არა–წევრებისა.

4. უფასო კონსულტაციები 11 ენაზე მთელი წლის განმავლობაში მზარდი მცენარეების შესახებ.

5. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ანგარიშის სერვისი.

ღია ანგარიში - ინფორმაცია ღია ანგარიშის შესახებ
ღია ანგარიში KPR–ში ვაჭრობის ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა. თქვენ აგზავნით თანხას შეკვეთის მოცემამდე – და ყოველთვის, როცა მოგესურვებათ შეკვეთა, შეკვეთის საფასური დაუყონებლივ მოიხსნება თქვენი ღია ანგარიშის ბალანსიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოგვიხდება ანაზღაურების ცდა და შეკვეთა შესრულდება დაუყონებლივ. შესაძლებელია ღია ანგარიშზე თანხის პერიოდული დამატება გადახდის ნებისმიერი მიღებული საშუალებით.
თქვენს ღია ანგარიშზე თანხის დასამატებლად, ჩაწერეთ თქვენი პირადი ნომერი, რათა ჩვენ მოვახდინოთ თქვენი გადასახადის დანიშნელების განსაზღვრა. თანხა მიღებისთანავე განთავსდება თქვენს ღია ანგარიშზე. თანხის რაოდენობა შეუზღუდავია. ღია ანგარიშის ბალანსის გამოყენება შესაძლებელია თანხის ჩარიცხვისთანავე.
თუ გსურთ შეკვეთის ღირებულების განაღდება თქვენი ღია ანგარიშის მეშვეობით, გამოგვიგზავნეთ შემდეგი შეტყობინება: “ჩემი შეკვეთის ღირებულება ანაზღაურდება ჩემი ღია ანგარიშის გამოყენებით. XXXXXXX" თანხის ანგარიშიდან მოხსნის შემდეგ, შეკვეთა შეფუთვისთანავე გამოიგზავნება.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ღია ანგარიშიდან თანხის დაბრუნება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში დაგექვითებათ გარკვეული თანხა. სახელმწიფო ბანკის მეშვეობით სლოვაკეთისა და ჩეხეთის ფარგლებში, ასევე არ ხდება თანხის დაქვითვა. დაგვიკავშირდით თანხის გადახდის სხვა საშუალებების გამოყენების შემთხვევაში. ჩვენ დაგიბრუნებთ თანხას თქვენი ღია ანგარიშიდან მოთხოვნიდან 60 დღის განმავლობაში.
შენიშვნა: ღია ანგარიშით სარგებლობისას თქვენ დაზოგავთ თანხის გადმორიცხვისათვის საჭირო საფასურს. თანხის გადმორიცხვა ღია ანგარიშზე თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ერთხელ და შეკვეთის საფასურს ამ ანგარიშიდან გადაიხდით იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ.
გაქვთ შეკითხვები?

6. თუ თქვენი შეკვეთების ღირებულება 2020 წლის განმავლობაში გადააჭარბებს 80 ევროს, დამატებით უფასოდ მიიღებთ 10 ევროს ღირებულების თესლებს ან მცენარეებს.

7. ყოველწლიური ლატარეა 50, 30 და 15 ევროს ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის უფლებით.

...და კიდევ ბევრი სხვა უპირატესობა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოგეწოდებათ.

წევრობის პირობები

1. საჭიროა წევრობის სარეგისტრაციო ფორმის შევსება და წევრობის წლის 31 მაისამდე ყოველწლიური საწევრო გადასახადი 10 ევროს ოდენობით. საწევრო გადასახადები გამოიყენება KPR–ის მსოფლიო მასშტაბით განვითარებისა და გაფართოებისათვის.

ყოველწლიური საწევრო გადასახადი 2020 წლისთვის

(გაწევრიანება შესაძლებელია 1.10.2019-დან 31.12.2020)-მდე)

ყოველწლიური შემოწირულობა პირველი წელი განახლება შემდეგი წლისათვის
10 Euro 5 Euro

2. თქვენ ყოველწლიურად უნდა განახორციელოთ სულ მცირე 2 შეკვეთა კლუბის შემოთავაზებებიდან. შეკვეთებზე არ არის დაწესებული შეზღუდვები.

3. საწევრო გადასახადთან ერთად, შეგიძლიათ შემოიტანოთ ნებაყოფლობითი შემოწირულობა , რაც ასევე მოხმარდება KPR–ის ქსელის განვითარებას მსოფლიოს გარშემო.

დაინტერესდით KPR–ში გაწევრიანების შესაძლებლობით? ეს მარტივია! შემოგვიერთდით ახლავე. შეავსეთ წევრობის სარეგისტრაციო ფორმა.

წევრობის სარეგისტრაციო ფორმა

მე მსურს KPR–ში გაწევრიანება.


You have add this item into your Shopping Cart.